LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა

294
rikimartini

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კაცი, რომელმაც მომღერალს სასამართლოში უჩივლა, ანონიმურად დარჩენა არჩია, აცხადებს, რომ მომღერალს 7 თვის განმავლობაში ხვდებოდა. 2 თვის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მარტინი ყოფილ შეყვარებულ გამუდმებით ურეკავს და სულ მცირე სამჯერ მივიდა მის სახლთან. მამაკაცმა სასამართლოს გაუმხილა, რომ საკუთარი უსაფრთხოების გამო ღელავს.

სასამართლომ კაცის არგუმენტები გაიზიარა და მარტინს ყოფილ პარტნიორთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ნებისმიერი სახით ჩარევა აუკრძალა. მას ასევე არ აქვს უფლება დაურეკოს ან ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნოს მოსარჩლის მეგობრებს.

მარტინის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებები მომღერლის წინააღმდეგ რეალობას არ შეესაბამება.

„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჭეშმარიტი ფაქტები ამ საქმის შესახებ გასაჯაროვდება და ჩვენი კლიენტი რიკი მარტინი სრულად გამართლდება“,- განაცხადეს ადვოკატებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g