LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის გვირაბი ხვალ რამდენიმე საათით დაიკეტება

108
რიკოთი-3

რიკოთის საავტომობილო გვირაბი ხვალ რამდენიმე საათით დაიკეტება. მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოები ჩატარდება. მათივე ცნობით, შეზღუდვა 06:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები