LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა

192
138096202-4828539167220146-8555100994328318642-n

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, უბისაშორაპანის მონაკვეთზე, სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრაუბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა,  27  ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 53 გვირბიდან  39 გვირაბზე მიმდინარეობს.

სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

რიკოთის ახალი 52 კმ-მდე საუღელტეხილო გზა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს,  აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ, 30 კილომეტრით შეამცირებს მანძილს, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g