ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (რიკოთის უღელტეხილი) აღდგენილია.
ამის შესახებ “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო აიკრძალა.