საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ტრაილერი გაფუჭდა, რამაც რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შექმნა.
მოქალაქეები საცობში საათზე მეტხანს დგანან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.