LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიონის ხეობის“ მცველებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს და ამბობენ, რომ დღეს ფილარმონიასთან რჩებიან

131
ნამოხვანჰესი - აქცია გმირთა მოედანი

„დღეს ვრჩებით აქ, იქნება ამ მოედნის გამაფრთხილებელი გადაკეტვა. თუ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა, 26 მაისს რიონის ხეობისკენ დავიძვრებით და კანონს ჩვენ თვითონ მშვიდობიანად აღვასრულებთ,“- ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე „რიონის ხეობის“ მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„თუ ხელისუფლება „რიონის ხეობის“ მცველების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ხვალ რიონის ხეობისკენ მშვიდობიანად დავიძვრებით, იქ ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას მოვახდენთ, სადაც ვერავინ შეძლებს შესვლას და გამოსვლას,” – თქვა გოლეთიანმა და დასძინა, რომ ამგვარად კომპანია „ენკას“ ჰესის მშენებლობისთვის მუშაობის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

„რიონის ხეობაში ვიქნებით იმდენნი, რამდენიც ხეობის ბლოკირებისთვის საჭიროა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას – ნუ შეიყვანს პროცესებს ჩიხში, საიდანაც გამოსვლა შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს,“ – აღნიშნა გოლეთიანმა.

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g