ნამაჰვანჰესის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ფილარმონიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მანამდე რიონის მცველებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, მიმართა და თქვა, რომ ხვალ ხეობაში ბრუნდებიან.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
გოლეთიანმა თბილისის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას. ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომელიც გვერდით გვიდგას და იცავს სახელმწიფოს ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს“, – განაცხადა გოლეთიანმა.
ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ორი დღეა აქციას დედაქალაქში მართავენ.
