LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია განიხილეს

111

საპარტნიორო ფონდმა ყაზახ პარტნიორებთან „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია განიხილა. როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, ყაზახური დელეგაცია  დავით საგანელიძემ  მიიღო.

სამუშაო შეხვედრას ყაზახური მხრიდან ყაზმუნაიგაზ-სერვისის გენერალური დირექტორი ასკაროვ კაირატ მეირამოვიჩი, ყაზმუნაიგაზ-სერვისის გენერალური დირექტორის  მოადგილე სეიტოვ ჟანგელდი ისლამოვიჩი და EMEA & Far East-ის ვიცე პრეზიდენტი ერკან ყილდირიმი ესწრებოდნენ.

მხარეებმა მიმდინარე წელს განსახორციელებელი ღონისძიებების და მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია და სამომავლო პერსპექტივები.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“  20015 წლის 14 იანვარს გაიხსნა.  კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.  სასტუმროში 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ბავშვთა გასართობ ცენტრს „რიქსი ქლაბს“ და დამხმარე ნაგებობებს.

„რიქსოს ბორჯომის“ ასაშენებლად საპარტნიორო ფონდმა და „ყაზმუნაიგაზმა“ 48 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g