19 მარტს, სოცქსელებში გავრცელდა საგურამოში მომხდარი სახალისო ისტორია. უცნობმა, რომელმაც ბინა მის მეზობლად იყიდა, საკუთარის ნაცვლად, შემთხვევით მისი სახლი გაარემონტა. აგარაკზე ჩასულ გაბუნიების ოჯახს, იქამდე გაურემონტებელ სახლში ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და სახლამდე მიყვანილი კომუნიკაციები დახვდა.
მათ ვისაც აინტერესებდა, თუ როგორ მოაგვარეს მეზობლებმა საკითხი, გეტყვით, რომ საქმე სამართლებრივი დავის გარეშე მოგვარდა. როგორც on.ge-ს სახლის მეპატრონემ განუცხადა, სამართლებრივი დავა არ გახდა საჭირო.
“რისი დემონტაჟიც შესაძლებელი იყო, წაიღეს. დამატებით რაც კომუნიკაციებში და ეზოს მოსწორებაში დაიხარჯა – ანაზღაურდება”, – ამბობს ქეთა გაბუნია.