LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხვი ნალექის გამო საგურამო და მიმდებარე სოფლები ისევ დაიტბორა

253
საგურამო წყალდიდობა

უხვი ნალექის გამო საგურამო და მიმდებარე სოფლები ისევ დაიტბორა. წყალდიდობის შედეგად საგურამოში მდინარე ადიდდა.

არსებული ინფორმაციით, დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

შეგახსენებთ, სეტყვისა და უხვი ნალექის გამო საგურამოში ერთი კვირის წინაც დაიტბორა სახლები, ავტომობილები, გზები. ასევე განადგურდა მოსავალი და თბილისის ნაწილს არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები