19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
რევაზიშვილის წერილს, რომელიც მან ოჯახს მისწერა “კურიერი” ასაჯაროებს.
“რომ გითხრათ კარგად ვართქო, დამიჯერებთ? მაგრამ მინდა იცოდეთ რომ კარგად ვარ. ჩემთვის მთავარია იცოდეთ, რომ მართალი ვარ. რასაც ვიძახი არაფერს ვიტყუები და თუ ვინმე იტყუება, სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი ჩვენს ქვეყანაში.
“ქვეყანას” შეგნებულად ვიძახი, რადგან ქვე-ყანაა და არა სამშობლო. შაქარაშვილების ადგილზე რომ წარმოვიდგინო თავი, ექვსივეს დაწვის კი არა მანქანის დაწვის სურვილი მექნებოდა.
"რა ხდებათქო და ჩხუბი არისო და ასეთი რაღაც პირველად ვნახეო."
"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდებოდა" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე
უბრალოდ სიმართლე მინდა იცოდეს ყველამ და ოჯახმაც მინდა გაიგოს. მინდა გაიაზროს, რისი გულისთვის უნდა ვიჯდე 7, 10 ან თუნდაც 6 წელი. ეს ფიქრები მაგიჟებენ მეტი არაფერი.
უსამართლობის გრძნობა ჩემს თავზე ამხელაზე არ მიგვრძნია არასდროს. ერთხელ მე-5, მე-6 კლასში ვიგრძენი, რაღაც ჩულანის გატეხვას რომ მაბრალებდნენ, დედიკო რომ დაიბარეს. მაშინ მქონდა რეპეტიცია თურმე და ის ამ შეგრძნებებთან ვერ მოვა,”-ამბობს რევაზიშვილი.