LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის იყენებდნენ ჯიბიან ბეჭედს XIX საუკუნეში ქართველი ქალები – გიორგი კალანდია უნიკალურ ბეჭედზე ინფორმაციას ავრცელებს

453
BeFunky-collage (1)

ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში უნიკალური ბეჭდის შესახებ წერს, რომელსაც მე-19-ე საუკუნეში, ქალები დანიშნულებისამებრ იყენებდნენ.

“უნიკალური ბეჭედი ხელოვნების სასახლის საგანძურის კოლექციაში- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი მუზეუმის საგანძურის შევსებაში მთელი ქართველობა გვეხმარება, აი ერთი მაგალითი: ემიგრანტ, ბატონი მინდია კავთელაძის დახმარებით ერთ-ერთ ევროპულ აუქციონზე შევიძინეთ: ვერცხლის, ფირუზის თვალით დამშვენებული, ფილიგრანული ბეჭედი. სამკაული მრავალმხრივაა საინტერესო, გარდა იმისა რომ ის ძალიან საყურადღებო მსგავსებებსა და პარალელებს ავლენს ქართულ ფილიგრანთან (თუმცა, ეს ჯერ კიდევ სამომავლო კვლევა-ძიების საკითხია) სამკაული საყურადღებოა იმითაც, რომ მას ე.წ საიდუმლო ჯიბე გააჩნია… ამ საიდუმლო ადგილას გადმოცემის მიხედვით XIX საუკუნის მანდილოსნები ინახავდნენ ნივთიერებას, რომელსაც მეჯლისებზე გადაღლილები გულის შეწუხებისა და თავბრუსხვევის წინააღმდეგ იყენებდნენ, ზოგჯერ კი მასში კონკურენტების დასაჩაგრ საწამლავსაც მალავდნენ… ასე რომ ჩვენს კოლექციას საიუველირო ხელოვნების უდაოდ საინტერესო ნიმუში შეემატა”, – წერს გიორგი კალანდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g