LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რისთვის უნდა ვიჯდე, მხოლოდ ამას ნანობს“ – რას ამბობს მოძალადე, რომელმაც ცოლი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა

371
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (85)

თელავში, რამდენიმე დღის წინ უმძიმესი დანაშაული მოხდა. მამაკაცმა, 26 წლის მეუღლეს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა. თორნიკე გამხვეტელაშვილი ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა მოსამართლე რატომღაც მოძალადეს სიტყვაზე ენდო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმის მასალები მოიპოვა „რუსთავი 2“-მა.

„არ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე, ერიდება რა ოჯახში კონფლიქტს“ – წერია მოსამართლე მამუკა წიკლაურის განჩინებაში.

სხდომათა დარბაზიდან სახლში წასულმა თორნიკე გამხვეტელაშვილმა კი რამდენიმე დღეში ცოლს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა.

„ ჩქარა დე… გთხოვ, ჩქარა კარი ღიაა“ – ასეთია სამი შვილის დედის ბოლო სატელეფონო მესიჯი, რომელიც შველას ითხოვდა.

პოლიციამ თორნიკე გამხვეტელაშილი მკვლელობიდან მალევე, საკუთარ სოფელში სახლთან დააკავა. მან მკვლელობა აღიარა, მისი სიტყვებით, სისულელე ჩაიდინა.

„წლინახევრის ბავშვს ხელზე სისხლი ჰქონდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სისხლი იყო დაღვრილი. სააბაზანო ოთახის კარებიც სისხლიანი იყო“- ამბობს „იმედის კვირასთან“ პროკურორი.

მკვლელობაში ბრალდებული თავს იმართლებს და ამბობს, რომ ის მოკლულმა გამოიწვია.

„რისთვის უნდა ვიჯდე ციხეში, მხოლოდ ამას ნანობს“ . – ამბობს პროკურორი დაკავებულის შესახებ.

ბრალდებულს 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

10 ოქტომბერს, თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

“ჩემმა შვილმა მომწერა: ჩქარა, მიშველე, მკლავს” – თელავში მოკლული 26 წლის ქალის დედა მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

„ბავშვმა მითხრა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო.. დააჭერინა, იმდენი ეცადეს, რომ გამოაშვებინეს “ – რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები