LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვმა მითხრა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო.. დააჭერინა, იმდენი ეცადეს, რომ გამოაშვებინეს “ – რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

426
Untitled design

გუშინ, თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, ამავე ქალზე ძალადობისთვის ბრალდება ჰქონდა წაყენებული და რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მომხდარის შესახებ მედიასთან საუბრობს გარდაცვლილის დედაც:

„ჩქარა ბებო, დედას კლავსო, ტუალეტში შეიყვანა და დედას ახრჩობს და დანა დაუმალეო – მხოლოდ ეს მიამბო ბავშვმა, მე ვერ გადავიდოდი..

დააჭერინა, ერთი კვირის წინ, ციხეში იყო, იმდენი ეცადეს მისიანებმა, გამოაშვებინეს, მაგრამ ის რასაც დაჰპირდა, დაემუქრა – შენ ცოცხალი გვამი ხარ იცოდეო..

პატარა, წლინახევრის შვილი იქ იყო და იმის თვალწინ მოხდა, 6 წლის გოგო ჩემთან გამოიქცა, წლინახევრის კი დედასთან დარჩა და ეს ყველაფერი ბავშვმა ნახა“, – ამბობს მოკლული ქალის დედა.

როგორც „ფორტუნას“ თელავის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, აღნიშნული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე, მამაკაცს ნამდვილად ჰქონდა ბრალი წარდგენილი და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. 

შეგახსენებთ, გუშინ თელავში, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ბიჭი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები