გიორგი გახარია თანამდებობიდან წასვლას ორჯერ, ბასიანის აქციებისა და პანკისის მოვლენების შემდეგ გადაურჩა და მესამედ მას ამის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს,- ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ გახარიას წასვლა საკმარისი არ არის და პოლიციის რეფორმაა აუცილებელი. მისი თქმით, ამ ქვეყანაში პოლიციის უფროსები არჩევითები უნდა იყვნენ, რადგან ეს ცვლილება, სისტემას, საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანს.
“ახლა ერთი ყოვლისშემძლე ადამიანი არსებობს და მას ქვეყანაში ყველაფერი ემორჩილება. ეს ადამიანი აუცილებლად ხდება მონსტრი – ან თვალებს თხრის ადამიანს ან ცემს და პოლიციელებიც ხდებიან მონსტრები. გახარიას ხომ არ უთქვამს თვალებში ესროლეთო, მაგრამესროდნენ ფორმიანი ნაბიჭვრები. რითი განსხვავდებიან ხულიგანი ნაბიჭვრებისგან ვისაგანაც უნდა დაგვიცვან?!”
უნდა მივხედოთ ქართულ პოლიციას, არ უნდა გავაბლატაოთ – არ შეიძლება გაბლატავებული პოლიცია, ეგ იყო კომუნისტური მორალი. სინამდვილეში არც მუნდირს იმსახურებს და არც იმას რომ ჩემი დამცველი ერქვას. მე არ მჭირდება იმ პოლიციელებისგან დაცვა, ვინც რუსთაველზე სასაკლაოს აწყობდა. ქართულ პოლიციას დღეს საბჭოთა მორალი აქვს და მე ამას პატივს ვერ ვცემ.
იაგო ხვიჩიამ შვიდ ნოემბერთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“სულ შვიდ ნოემბერს რომ ვიხსენებთ, მაშინ ამდენი თვალდათხრილი და კომაში მყოფი ადამიანი კი არ იყო. არანაკლები სისასტიკე იყო, უბრალოდ შედეგების თვალსაზრისით ეს უფრო მეტია. თუ შვიდი ნოემბერი არ შევარჩინეთ, ვიდზე არ გვევასებოდნენ მიხელ სააკაშვილი, გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია თუ რაზე იყო საუბარი?”-აცხადებს ხვიჩია.
