გავრცელებული ინფორმაციით, რიტა ორას ახალი რჩეული, ენდრიუ გარფილდია. 28 წლის შემსრულებელთან დაახლოებული წყაროს თქმით, ინგლისელი ვარსკვლავების რომანი საწყის ეტაპზეა.
,,ისინი გრძნობების გამჟღავნებას არ ჩქარობენ”, – ამბობს ინსაიდერი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ წყვილის ურთიერთობა უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი სექტემბერში ამერიკელ გიტარისტს, ენდრიუ უატს დაშორდა, მსახიობის პირადი ცხოვრებიდან კი ცნობილია, რომ ის ემა სტოუნს ხვდებოდა.