LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითურთმიანი ლამაზმანი გაქერავდა –  56 წლის ჯულია რობერტსი ახალი ფილმის გადაღებებზე

644
წითურთმიანი ლამაზმანი გაქერავდა -  56 წლის ჯულია რობერტსი ახალი ფილმის გადაღებებზე

ჯულია რობერტსი ამჯერად პაპარაცებმა ახალი ფილმის After the Hunt-ის გადაღებებზე დააფიქსირეს. 56 წლის ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა კუბოკრულ პიჯაკსა და თეთრი ფერის შარვალში, მან თმების ფერიც შეიცვალა და წითურთმიანი ლამაზმანი ახლა უკვე ქერა გახდა. მომაჯადოებელი ღიმილითა და მუდამ ანთებული თვალებით ჯულია ამჯერადაც თავიდან ბოლომდე იყო ჩაფლული საქმეში.

ახალ ფილმში, რომლის რეჟისორია ლუკა გუადაგნინოა, მთავარ როლებს ასევე ენდრიუ გარფილდი და ქლოე სევინი ასრულებენ. ახალ ტრილერში ჯულია კოლეჯის პროფესორის როლს ასრულებს, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სტუდენტი მის კოლეგას მძიმე ბრალდებას წაუყენებს.

„ლამაზმანის“ უბერებელი ღიმილი – 56 წლის ჯულია რობერტსი Chopard-ის სარეკლამო კამპანიაში სილამაზეს ასხივებს

56 წლის „ლამაზმანი“ Chopard-ის სამკაულებით – ჯულია რობერტსის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები