უჩვეულო ნივთები, რომლის დახმარებით დაუხატიათ ფეხბურთელები.
პოლონელმა ანჯეი ლენარდმა მარიო ბალოტელის პორტრეტი ბურთისა და ბუცის დახმარებით დახატა.
პარიკმახერმა რობ ფერელმა სახელი იმით გაითქვა, რომ თავისი კლიენტების თავზე ფეხბურთელთა სახეებს გამოსახავდა.
იტალიელებმა გადაწყვიტეს ორი საყვარელი მოვლენის გაერთიანება – პიცის და ფეხბურთის. თავიდან გამოსახეს ანდრეა პირლო, შემდეგ კი ახალი სახვითი ხელოვნების სტილი შექმნეს.
საფეხბურთო კლუბების სიმბოლოების ტატუთი უკვე ვერავის გააკვირვებ. თუმცა სხეულზე ფეხბურთელთა პორტრეტები მაინც იშვიათი მოვლენაა. კანი საუკეთესო არა, მაგრამ მაინც შესანიშნავი ტილოა შედევრის შესაქმნელად.