ურეკში მდებარე სასტუმრო „რიწა“ დამსვენებლების მოლოდინშია. განთავსების ობიექტი გახსნას უკვე ხვალიდან გეგმავს.
როგორ “ფორტუნას” „რიწას“ მენეჯმენტში განუცხადეს, სასტუმროში გათვალისწინებულია უსაფრთხოებისა და ჰიგიენის აბსოლუტურად ყველა ნორმა.
„ჩვენი სასტუმრო 5 სართულიანია და ის 20 სხვადასხვა ტიპის ნომერს აერთიანებს, მათ შორის გვაქვს ე.წ ლუქსის ტიპის 3 ნომერი, რომელიც ოჯახური დასვენებისთვისაა განკუთვნილი. სასტუმრო მოიცავს ბარს, დასასვენებელ სკვერს იდეალური გამწვანებით, სადაც ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციებიც დაგვხვდებათ. რაც შეეხება იმას, თუ რითი გამოვირჩევით ურეკში მდებარე სხვა სასტუმროებისგან- ეს არის გემრიელი კერძები, იდეალურად მშვიდი გარემო, სისუფთავე და საკმაოდ დიდი ზომის ნომრები (ოთახები). გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ სტუმრებს შიდა ტურებსაც ვთავაზობთ, ანუ გყვავს მინივენი, რომლითაც დამსვენებლები ექსკურსიებზე დაგვყავს“- აცხადებენ „რიწას“ მენეჯმენტში.
მათივე ცნობით, „რიწა“ ქართულ ბაზარზე 10-11 წელია საქმიანობს და ამ წლების მანძილზე, დამსვენებლების სიმცირეს არ უჩივის.
„ჩვენი სტუმრების 90% ყოველთვის უცხოელები იყვნენ – ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ასევე, ევროპული ქვეყნებიდან – საფრანგეთი, გერმანია. ჯავშნები ამ ეტაპზეც გვაქვს უცხოელი დამსვენებლებისგან – ივლისი, აგვისტო, სექტემბრის თვეებზე. ისინი ჯერ არ აუქმებენ ჯავშნებს, ალბათ, ელოდებიან ფრენების აღდგენას. დაინტერესება არის ადგილობრივი დამსვენებლებისგანაც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცხადია, მოგვიწია ფასების დაწევა. ასე, რომ ადგილობრივებისთვის „რიწაში“ დასვენება“ გაცილებით იაფი იქნება“, – განმარტავენ სასტუმროს მენეჯმენტში.
აღსანიშნავია, რომ „რიწა“ ურეკის ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, იქ მოხვედრა სასტუმროდან 5-7 წუთშია შესაძლებელი. „რიწაში“ 1 ღამით განთავსების ფასი 60 ლარიდან იწყება.