LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს

115
7711

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის შემქმნელი სიტუაციებიდან დაზღვევის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან მთავრობის გადაწყვეტილებით რამდენიმე განკარგულება უკვე გაიცა. მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო რისკ-ზონად მიიჩნევს.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჯერ არ აპირებს, თუმცა პრემიერ მინისტრის განმარტებით, ქვეყანა “ნაბიჯ-ნაბიჯ”  მიჰყვება შესაბამის ინსტრუქციებს.

დედაქალაქის მერიამ უკვე გასცა განკარგულება და ხვალიდან მიკროავტობუსები თბილისში აღარ იმოძრავებენ. მერიის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ხვალიდან რიყე-ნარიყალას საბაგიროც წყეტს მუშაობას.

“ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!” – ნათქვამია მერიის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები