LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყის დოქები ისევ იყიდება, ამჯერად 33%-იანი ფასდაკლებით

118
Studio-Fuksas-music-theatre-and-exhibition-hall-Joel-Rookwood-image1

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობა „რიყის დოქებს“ ისევ ყიდის, ამჯერად უკვე 33%-იანი ფასდაკლებით.

აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება. „რიყის დოქების“ საწყისი ფასი ახლა უკვე 47,5 მლნ დოლარია, ბიჯი კი 20 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ წინა აუქციონზე ობიექტი 71,250 მლნ დოლარად იყიდებოდა, თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა. ობიექტი სახელმწიფომ აუქციონზე პირველად გასულ წელს, 95 მლნ ლარად გამოიტანა და მას შემდეგ, პერიოდულად ცდილობს მის გასხვისებას, თუმცა უშედეგოდ.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში მდებარე „რიყის დოქების“ მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაჯდა, 2013 წელს დასრულდა, თუმცა ამ დროიდან, ობიექტი უფუნქციოდ არის მიტოვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g