LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყის დოქები კიდევ 20 მლნ ლარით გაიაფდა – „წინა ფასით ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ“

138
ipiccy-image

აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა.

„წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს – მოლაპარაკებები, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად, ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მათ სურთ აღნიშნული ობიექტით მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გააჩინონ.

მეხუთე მცდელობაც ჩავარდა - „რიყის დოქები" ისევ არავინ იყიდა

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა

„განსაზღვრულია ტექნოლოგიური, სხვადასხვა საგამოფენო სივრცის, ასევე, „ღვინის მუზეუმის“ მოწყობა. ეს არის თემა, რომელზეც ხშირად საზოგადოებაში პოლემიკა იყო. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ, ყველაზე ღირებული, რაც კი შეიძლება მსოფლიოში იყოს, ეროვნულ მუზეუმია შენახული, მაგრამ ჩვენ ინტერაქტიური სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და ქართული ღვინის უნიკალურობას მნახველებს აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით, ვფიქრობ, აქ კიდევ არსებობს სივრცე“, – განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილმა ასევე განმარტა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ობიექტის აუქციონის პირობებში. „აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. შემდგომში პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, ჩვენ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში“, – დასძინა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g