LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიყის დოქებს“ მსურველი გამოუჩნდა – რის გახსნას გეგმავენ ადგილზე

9402
რიყის-დეოქები-იყიდება

ე.წ „რიყის დოქებს“ მსურველი გამოუჩნდა. „ენდორფინი“ მზადაა, ადგილზე საკუთარი ფილიალი გახსნას და უფუნქციოდ დარჩენილ შენობას სიცოცხლე დაუბრუნოს. ამისთვის კი, ცნობილი კვების ობიექტი ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართავს და უძრავი ქონების 1 ლარად გადაცემას ითხოვს.

„მეგობრებო, ვისაც გსურთ, რომ “რიყის დოქებში” გაიხსნას „ენდორფინი“, შემოვიდეს ორჯერ მეტი ტურისტი, რაც თავისთავად აამუშავებს რესტორნებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, საკურორტე ადგილებს, ტაქსებს და ზოგადად გააცოცხლებს ყველაფერს და ააგუგუნებს ეკონომიკას, გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი და თქვენს ფეისბუქ გვერდზე დათაგოთ ეკონომიკოს სამინისტრო ( ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ) და მიაწეროთ – „რიყის დოქები“ 1 ლარად ენდორფინს. მადლობა და იმედია, გიმასპინძლებთ რიყის დოქებში მალე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ენდორფინი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ე.წ. “რიყის დოქები” ისევ არავინ იყიდა. აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები” მეხუთედ აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანა. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად – 30 მლნ ლარად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები