თბილისში ახალი ატრაქციონი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. დღეიდან მსურველები საჰაერო ბურთით მოგზაურობას რიყის პარკის ტერიტორიიდან შეძლებენ და შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის უნიკალური ხედებით დაკბნენ. პროექტს შ.პ.ს „ატრაქციონი“ ფრანგ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
კაპადოკიის ცნობილი ატრაქციონისგან განსხვავებით, თბილისის საჰაერო ბურთი ეკომეგობრულია და განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით ფუნქციონირებს. საჰაერო ბურთში გათბობის სისტემის ნაცვლად ჰელიუმის აირი გამოიყენება, რომელითაც ივსება საჰაერო ბურთი და უზრუნველყოფს 100%-იან უსაფრთხოებას.
ფრენის სრული უსაფრთხოებისთვის, საჰაერო ბურთი არ მუშაობს ქარიან ამინდში. ბურთი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ქარის სიმძლავრის პროგნოზს.
10-სართულიანი შენობის ზომის საჰაერო ბურთიის საჰაერო ბურთის გონდოლით გასეირნებას ერთდროულად 30 მდე მსურველი დილის 9:30-დან გვიან ღამის 3-4 საათამდე შეძლებს. ბურთი ფრენის მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას (150 მეტრი) 45-სართულიან შენობას უტოლდება. ფრენა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება.
ასაკობრივი შეზღუდვა საჰაერო ბურთზე არ იქნება. ბავშვებს ატრაქციონით სარგებლობა მშობლების თანხლებით შეეძლებათ. საქართველოს მოქალაქეებისათის ფასი 35 ლარი იქნება, ხოლო ტურისტებისთვის — 50 ლარი.
თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საჰაერო ბურთის გაშვება იგეგმება, თუმცა ორგანიზატორები მომავალი წლიდან საქართველოს სხვა ქალაქებსაც განიხილავენ.
https://www.facebook.com/airballoontbilisi/videos/292661731846926/