მართალია წელს რიზ უიზერსფუნი ,,ოსკარის” ნომინანტთა სიაში არ ყოფილა, თუმცა, მსახიობს არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ის ნომინაციის წარმდგენთა სიაში იყო. უიზერსფუნმა, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ღონისძიების დაწყებამდე წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა. ის თავად წითელ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ,,დიორის” მოდის სახლს ეკუთვნის.
აქსესუარების სახით უიზერსფუნმა ,,ბულგარის” სამკაულები აარჩია.