LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი კაბა ოქროსფერი დეტალებით – რიზ უიზერსფუნის ეფექტური გამოსვლა წითელ ხალიჩაზე

113
რიზ-უიზერსფუნი

ლოს-ანჯელესში „ეფლ ტივის“ ახალი სერიალის ,,ზედაპირულის” პრემიერა შედგა. ეს გახლავთ უახლესი დეტექტიური სერიალი „დიდი პატარა ტყუილების“ შემქმნელებისგან, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის.

სერიალის საპრემიერო ჩვენებაზე, სტუმრებს შორის ერთ-ერთი პირველი, რიზ უიზერსფუნი გამოჩნდა. ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა თეთრ კოქტეილის კაბაში, რომელიც ულამაზესი ოქროსფერი დეტალებით იყო გაფორმებული.

სერიალი „ზედაპირული“ ახალგაზრდა ქალის სოფის ისტორიას გვიყვება, რომელიც თავის ტვინის ტრავმის შემდეგ, მეხსიერებას კარგავს. ახლობელი ადამიანების დახმარებით, ახალგაზრდა ქალი ცდილობს აღიდგინოს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები. ქალი მოულოდნელად ხვდება, რომ მისი წარსული საიდუმლოებებით არის მოცული და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ახალ რეალობაში.

სერიალის პრემიერა 29 ივლის იგეგმება.

ფოტო: სკარლეტი და რიზი – გოგონების ფერადი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები