LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსფუნი ყავისფერი თმით გამოჩნდა (ფოტო)

reese-witherspoon

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქერათმიანი ვარსკვლავი რიზ უიზერსფუნი სხვა ფერის თმაში არასოდეს გვინახავს. როგორც ჩანს, მსახიობმა ახალი როლისთვის გარისკა და თმა ყავისფრად შეიღება . პაპარაცებმა „ოსკაროსანი“ მსახიობი  Apple TV-ის ახალი სერიალის გადაღებებზე დააფიქსირეს. მსახიობი შავ პალტოში იყო გამოწყობილი და ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.

გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა ჯენიფერ ენისტონიც. ისიც სერიალის ერთ-ერთი  გმირია. საინტერესოა, რომ ენისტონი და უიზერსფუნი წლებია მეგობრობენ, მათ ერთმანეთი სერიალ „მეგობრების“ გადაღებებზე გაიცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g