,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში „არმანის“ მოდის სახლის ჩვენება გაიმართა. ამ ძალიან გემოვნებიან შოუს რიზ უიზერსფუნი, ჯულიეტ ბინოში და სხვა მეგავარსკვლავები ესწრებოდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას დიზაინერი ნაჭრის ფაქტურას უთმობს. წელს „არმანიმ“ მთავარ პალიტრად ლურჯი დაასახელა. A კლასის ბრენდის კაბები წელს იმდენად მდიდრული იყო, რომ აქსესუარებისთვის ადგილი არ დარჩა.
რაც შეეხება რიზ უიზერსფუნს, ის ბრწყინავდა შავი ფერის მბზინავ კომბინეზონში, რომელიც „არმანის“ ვიპ კოლექციიდანაა შერჩეული.