მსახიობი რიზ უიზერსფუნი დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ, შვებულებას პორტოფინოში ატარებს. ვარსკვლავების საყვარელი კურორტი მზადაა იმისთვის, რომ უმასპინძლოს ყველას, ვისაც იტალიის ულამაზესი ხედები ხიბლავს. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა 48 წლის მშვენიერი რიზ უიზერსფუნი, რომელმაც გადაწყვიტა, მიირთვას რამდენიც უნდა, დატკბეს ულამაზესი ხედებით, დააგემოვნოს ნაყინი და გაირუჯოს ულამაზეს სანაპიროზე.
ახალ ფოტოებზე რიზ უიზერსფუნი თეთრი ფერის პერანგსა და შლაპაში, შავი ფერი საცურაო კოსტიუმში, თეთრ მაისურსა და სხვადასხვა პრაქტიკულ სამოსში გვხვდება. ფოტოებზე ჩანს, რომ მსახიობი ფანტასტიკურ დროს ატარებს პორტოფინოში და ტკბება ნანატრი შვებულებით.
რიზ უიზერსფუნის პირველი გამოსვლა ქორწინების ბეჭდის გარეშე – მსახიობი კალიფორნიაში გადაიღეს