LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის აქციის მონაწილეები ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებული

93

„საქართველოს რკინიგზასთან“ გამართული აქციის 10 მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაციით,  საპროტესტო აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები.

მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე დაპირისპირები გუშინ საღამოს მოხდა. აქციის მონაწილეებმა „საქართველოს  რკინიგზის“ ადმინისტრაციის  შენობაში შესვლა სცადეს. მას შემდეგ, რაც მოშიმშილეებს შენობასთან კარვების გაშლის უფლება არ მისცეს, ისინი შენობის ფოიეში ყოფნას მოითხოვდნენ.  აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g