LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო – კარვის გაშლას ინციდენტი მოჰყვა

94

რკინიგზის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. მათი პროტესტის მიზეზი  სამუშაო ადგილის შეცვლაა. როგორც ამბობენ, ისინი გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მუშაობდნენ, თუმცა სამუშაო ადგილების შემცირების გამო, სადახლოს განყოფილებაში გადაიყვანეს.  თუმცა, როგორც ამბობენ, ხელფასი უცვლელი დარჩათ, რაც მგზავრობისთვისაც კი არ ჰყოფნით.

მათ რამდენიმე დღის წინ გამაფრთხილებელი პრესკონფერენციაც გამართეს და რკინიგზის ხელმძღვანელობას მათი პრობლემის  მოგვარებისთვის ვადა მისცეს. მაგრამ, როგორც ამბობენ, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ისინი დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტთან უკვე შიმშილობას იწყებენ, თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნების მოთხოვნით.

რკინიგზის დეპარტამენტთან, სადაც რკინიგზელებმა შიმშილობა დაიწყეს, მცირე ინცინდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს, ხოლო პოლიციის თანამარომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g