რობ კარდაშიანისა და ბლექ ჩაინას ოჯახური ბედნიერება დასრულდა. ქალიშვილის დაბადებიდან ერთ თვეში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ბუნებრივია, არც ამ პროცესს ჩაუვლია უხმაუროდ: ჰაკერებმა ჩაინას ტელეფონი გატეხეს და მისი მეგობრებთან და ადვოკატებთან მიმოწერა გაასაჯაროვეს, სადაც რობს ის „მსუქანს“ და „ზარმაცს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისგან წასვლას გეგმავს.
მოგვიანებით, მიმოწერა საკუთარ ინსტაგრამზე თავად მთავარმა ადრესატმაც გააზიარა. იგი აცხადებს, რომ საყვარელი ქალის ასეთმა საქციელმა მას გული ატკინა.
„სპეციალურად შობისთვის მე მას სახლი ვუყიდე, სადაც მინდოდა, რომ ჩვენს შვილთან ერთად გვეცხოვრა. როგორც ჩანს, მე მისთვის გეგმის ნაწილი ვიყავი, რაც ძალიან მტკივნეულია“, – წერს რობ კარდაშიანი.
წყვილს ქალიშვილი, დრიმი, ნოემბერში შეეძინა და უახლოეს მომავალში დაქორწინებასაც გეგმავდა.