ბლექ ჩაინა იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც საკუთარი არასტანდარტული სხეულით ამაყობს და ყველგან მის დემონსტრირებას ცდილობს.
შაბათს, პაპარაცებმა ის მალიბუს სანაპიროზე გადაღების დროს შენიშნეს: სკანდალურ ვარსკვლავს ორნაწილიანი ნაქსოვი საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომელიც თითქმის მთლიანად გამჭვირვალე ბადეს და მასზე სხვადასხვა ფერის თვლების ნაქარგს წარმოადგენდა.
ჩაინა ცდილობს, აქცენტი საჯდომზე გააკეთოს, შესაბამისად, გამონაკლისი არც ეს ფოტოსესია ყოფილა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, 29 წლის ფოტომოდელმა დაადასტურა, რომ რომანი აქვს 18 წლის რეპერთან, YBN Almighty Jay-სთან. ხოლო რობ კარდაშიანისგან მას თვეების ქალიშვილი ჰყავს.








