LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარობის შემდეგ ბლექ ჩაინამ 10 კილოგრამის დაკლება მოახერხა

37

სკანდალური ბლექ ჩაინა და რობ კარდაშიანი მშობლები დაახლოებით ორი კვირის წინ გახდნენ. რამდენიმე საათის წინ კი, “დეილი მეილი”–ზე ჩაინას ფოტოები გავრცელდა. მათზე ჩანს, რომ სკანდალურმა ქალბატონმა, რომელიც პაპარაცებმა უფროს ვაჟიშვილთან ერთად დააფიქსირეს, მკვეთრად დაიკლო წონაში. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მშობიარობის შემდეგ მან უკვე ზედმეტი 10 კილოგრამის მოცილება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ბლექ ჩაინა და მისი საქმრო, რობ კარდაშიანი ქალიშვილის მშობლები 10 ნოემბერს გახდნენ. პატარას დრიმ რენე დაარქვეს.

წყვილი მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. როდის გეგმავენ ისინი ქორწილის გადახდას, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები