რობ კარდაშიანის საცოლე, ბლექ ჩაინა თავს ფუფუნების უფლებას ხშირად აძლევს. ამჯერად, სკანდალურმა ქალბატონმა 400 ათას დოლარად ღირებული თეთრი „როლს-როისი“ შეიძინა. ავტომობილი მან თავის საქმროსთან ერთად შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ჩაინას უკვე ჰყავს უფროსი შვილი – კინგ კაირო, რომელიც მან ყოფილი ბოიფრენდისგან, რეპერ ტაიგასგან გააჩინა. ამჟამად კი ის და რობ კარდაშიანი გოგონას მშობლები გახდებიან.