4 აპრილს, ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი 53 წლის გახდა. ვარსკვლავის კარეირა ჰოლივუდში 1970 წელს დაიწყო ფილმით „Pound”. კრიტიკოსებმა და სკეპტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა მსახიობის სურვილი ჰოლივუდის დაპყრობის შესახებ.
სახალხო აღიარება და პოპულარობა კი მას ჩარლი ჩაპლინის შესახებ გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა მოუტანა. ამ როლით რობერტმა BAFTA და „ოსკარის“ ნომინაცია მიიღო.
2013 წლის შემდეგ კი, დაუნი-უმცროსი ყველაზე მაღალანაზღაიურებადი მსახიობების რეიტინგის წამყვან პოზიციებზე მუდმივად ხვდება. ამ წოდების მოპოვებაში კი დიდი როლი „რკინის კაცმა“ ითამაშა.