LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნიროს ტრანსგენდერი შვილი ფოტოებს ავრცელებს და დედას დედის დღეს ულოცავს

270
page

მას შემდეგ, რაც რობერტ დე ნიროს შვილმა საჯაროდ განაცხადა თავისი ტრანსფორმაციის შესახებ, ის სოციალურ ქსელშიც უფრო აქტიური გახდა. ამჯერად, 29 წლის ეარინ დე ნირომ „ინსტაგრამზე“ დედას, გრეის ჰაიტაუერს „დედის დღე“ საარქივო ფოტოებით მიულოცა. ერთ-ერთ ფოტოში გრეისი რობერტთან ერთად პოზირებს.

რობერტ დე ნიროს შვილმა „ქამინგ-აუთი“ გააკეთა – 29 წლის ელიოტ დე ნიროს შოკისმომგვრელი გარდასახვა

ცნობისთვის, ელიოტი გახლავთ რობერტისა და მისი ყოფილი მეუღლის, გრეის ჰაიტაუერის ვაჟი, ტყუპისცალი. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა, მათი ქორწინება ოფიციალურად 2018 წელს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დე ნირო ცნობილია, როგორც ძალიან ლოიალური მამა. ის შვილების პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს, პატივს სცემს მათ არჩევანსა და იდენტობის თავისუფლებას.

„მე ძალიან მიყვარს და მხარს ვუჭერ ჩემს ვაჟს და ახლა უკვე, მე ძალიან მიყვარს და მხარს ვუჭერ მას, როგორც ჩემს ქალიშვილს. რაზეა აქ საერთოდ საუბარი?! მე ყველა ჩემი შვილი მიყვარს“, – განაცხადა დე ნირომ თავის პირველ კომენტარში.

რობერტ დე ნიროს პირველი კომენტარი შვილის „ქამინგ-აუთის” შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები