მარტინ სკორესეზეს ახალი ფილმი „ირლანდიელი“ წლის მთავარი კინომოვლენაა. ფილმი სტივენ ზაილიანის სცენარის მიხედვით გადაიღეს და ის ჩარლ ბრანდტის რომანზეა დაფუძნებული. ფილმი მკვლელის, ფრენკ შირანის ისტორიას გვიყვება, რომლის როლსაც რობერტ დენირო ასრულებს, ხოლო ალ პაჩინო პროფკავშირების ლიდერის, ჯიმი ჰოფის როლში გვევლინება. ფილმი დიდ ეკრანებზე უკვე გამოსულია. კადრებიდან და ფოტოებიდან ჩანს, რომ ფილმში რობერტ დენირო საგრძნობლად მაღალია ალ პაჩინოზე.
მედიამ მხოლოდ დღეს გაარკვია მიზეზი. აღმოჩნდა, რომ სიმაღლისთვის დენიროს გადაღებებზე პლატფორმები ჩააცვეს. ეს კარგად ჩანს დღეს მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან.