LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვარდი მაჩუქა.. მივხვდი, რომ რაღაც ისტორიული ხდება ჩემს თავს“ – როგორ აირჩია დე ნირომ ია ფარულავა ყველაზე ლამაზ გოგოდ საბჭოთა კავშირში

276
Untitled design

მსახიობი ია ფარულავა ჰოლივუდის ვარსკვლავ რობერტ დე ნიროსთან შეხვედრის მომენტს იხსენებს. ია ფარულავამ „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში დეტალურად გაიხსენა ის ეპიზოდი, როდესაც ჰოლივუდის მსახიობმა ის ყველაზე ლამაზ გოგოდ დაასახელა და მას ვარდი აჩუქა:

„ასეთი გასხივოსნებული სახე არც ერთ ფოტოში არ მაქვს, იმიტომ, რომ დე ნირომ ამ წუთას მაღიარა ყველაზე ლამაზ გოგოდ მთელს საბჭოთა კავშირში.

როგორც კი მე ამირჩია და სცენაზე ავედი, უცებ მივხვდი, რომ რაღაც ისტორიული ხდება ჩემს თავს. ვხედავ, იქვე ფოტოგრაფი დგას და იქვე ვეუბნები: „ახლა ფოტოებს გადაიღებ და ყველაფერს მომცემ, ფულს გიხდი“.

ფოტოზე გამოსახული ორი გოგო იყო გამზადებული, რომ უნდა აერჩიათ მის ფესტივალად, ისინი დე ნირომ არ აირჩია და მე დამიძახა.

ეს ის მომენტია [ფოტოზე აღბეჭდილი] ჩემზე რომ აცხადებს, თან მეკითხება – ვინ ხარ, რა გქვია. ვარდი მაჩუქა.. გაცისკროვნებული სახე მაქვს, იმიტომ, რომ ვიცი, ფოტოები მრჩება… ძალიან ბედნიერი ვიყავი“, – ამბობს ია ფარულავა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები