ზაკ მირიანაშვილის პოდკასტში „შანტრაპა“ ია ფარულავა იხსენებს, რომ სერიალში „ძილის წინ“ მის დიდ ანაზღაურებას სხვა მსახიობები აპროტესტებდნენ:
„იმ პერიოდში, როდესაც ამერიკიდან ჩამოვედი, ეგრევე მივედი ტელევიზიაში და დავიწყე „ჩემი მშვენიერი ლედის“ გაკეთება. მაშინ ბევრი შემოთავაზება არ მქონდა, რადგან ყველას ეგონა, რომ ძალიან დიდ თანხას მოვითხოვდი. „ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მთხოვეს გადაღება, ვუთხარი, რომ დიდი თანხა მინდა-მეთქი. „ძილის წინ“ სერიალში საკმაოდ დიდ თანხას მიხდიდნენ, მერე მომივიდა ხმები, ერთ-ერთმა დარბაისელმა მსახიობმა კაცმა იჩივლა, რატომ უხდით ამდენს ფარულავასო…“
