LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ ფიცო, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება

381
რობერტ ფიცო

1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ „ტრანზიტის შეჩერების ზელენსკის დივერსიაა და კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება“.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყნისთვის სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია თითქმის 500 მილიონი ევროს დანაკარგისთვის.

ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კოალიციური საბჭოს მოწვევას გეგმავს, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც კოალიციის პარტნიორები შესაბამის ზომებს განიხილავენ.

„პარტია Smer-SD-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ კოალიციაში მოლაპარაკება ვაწარმოოთ და შევთანხმდეთ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე და სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე,“ – აღნიშნა ფიცომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g