LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი ჯიმი პეიჯის ცხოვრებას გაუსაძლის ხდის

williams

ცნობილი ხდება, რომ ერთ ქუჩაზე მცხოვრებ მუსიკოსებს, რობი უილიამსსა და Black Sabbath-ის გიტარისტს, ჯიმი პეიჯს სამეზობლო დავა აქვთ. საქმე ეხება აუზის მშენებლობას მუსიკოსთა საცხოვრებელი სახლების გამყოფ პერიმეტრზე. რობიმ ჰოლანდ-პარკის ტერიტორიაზე მდებარე სახლის გაფართოების ოფიციალური ნებართვა მიიღო, პეიჯი კი ამტკიცებს, რომ ამან შესაძლოა, 1875 წელს აშენებული სახლი ნგრევის პირას მიიყვანოს.

ჯიმი პეიჯი თავის სახლში 46 წელია ცხოვრობს, ამდენად პოზიციების დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ რობი ცდილობს ხმამაღალი მუსიკით დაურღვიოს მყუდროება ჯიმი პეიჯს და ის წყობილებიდან გამოიყვანოს. პეიჯმა ჩელსის პოლიციას უკვე მიმართა. საჩივარში ნათქვამია, რომ უილიამსმა ტექნიკა პეიჯის სახლის მახლობლად ისე დაამონტაჟა, რომ ხმაური გაუსაძლისი გახდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g