LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი რინგზე, „ოაზისის“ ფრონტმენ, ლაიმ გალაჰერის წინააღმდეგ (ფოტო/ვიდეო)

179
11109780-0-image-a-29-1552849153503

სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მუსიკოსმა რობი უილიამსმა თავისი საშობაო ალბომის ფარგლებში, ახალი სიმღერა გამოუშვა, საინტერესო კოლაბორაცია: რობი ცნობილ მოკრივესთან, ტაისონთან ერთად მღერის.

რობი & ტაისონი - საინტერესო კოლაბორაცია (ფოტო)

რობი ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს. არტისტმა ახალი კომპოზიცია Bad Sharon გამოუშვა,  ჩანაწერში მას პარტნიორობას პროფესიონალი მოკრივე, ტაისონ ფიური უწევს

როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა არტისტის ინსპირაცია და უილიამსსაც ახალი იდეა  დაებადა.

უახლოეს მომავალში შესაძლოა 45 წლის მომღერალი რინგზე ვიხილოთ. მომღერალმა განაცხადა, რომ  სურს ძალები კრივში ჯგუფ „ოაზისის“ ვარსკვლავის, ლაიამ გალაჰერის წინააღმდეგ მოსინჯოს.

მან უკვე სცადა გალაჰერთან დაკავშირებაც, თუმცა  როკ-მომღერალი მის ზარებს არ პასუხობს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი რობი უილიამსის ახალ კომპოზიციას მოვუსმინოთ, რომელსაც მოკრივესთან ტაისონ ფიურერთან ერთად ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები