ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun-ის ცნობით, 4 ნოემბერს რობი უილიამსის ალბომი „Heavy Entertaiment Show“ გამოვა. უკვე ცნობილია, რომ დისკზე უილიამსთან ერთად ედ შირანი, ბრენდონ ფლაუერსი, სტიუარტ პრაისი და გაი ჩემბერსი მუშაობდნენ.
ალბომში 11 სიმღერა შევა და ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთ მათგანს „Party Like A Russian“ ერქმევა.