ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. თავისი ავსტრალიური ტურნეს მსვლელობის დროს მომღეალმა თაყვანისმცემელთან ფლირტი გააჩაღა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ ის სულ რაღაც 15 წლის იყო და კონცერტზე ის დედასთან ერთად იმყოფებოდა.
„ღმერთო, აქ დედასთან ერთად ხარ? გთხოვთ, ოღონდ არ ატვირთოთ YouTube-ზე, თორემ პრობლემები მექნება“ – განაცხადა რობიმ. ბოლოს კი მან გოგონას რჩევა მისცა, თავი შორს დაიჭიროს მისნაირებისგან.
ბუნებრივია, ვიდეო რამდენიმე საათში YouTube-ზე მოხვდა.
https://www.youtube.com/watch?v=x6VKCqOYCR0