16 იანვარს, რობი უილიამსმა მე-13 სტუდიური ალბომი – Britpop გამოუშვა.
სიურპრიზი! – რობი უილიამსმა ახალი ალბომი დაგეგმილზე ადრე გამოუშვა
სადებიუტო კვირაში დისკი გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური ალბომების ჩარტში ლიდერ პოზიციაზე მოექცა, ამ შედეგით კი არტისტმა ახალი რეკორდი დაამყარა და ,,ბითლზს” გადაუსწრო.
საქმე ისაა, რომ ფირფიტა უილიამსის სოლო დისკოგრაფიიდან მე-16 ჩანაწერი გახდა, რომელმაც ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა.
The Beatles-ის შემოქმედებიდან აღნიშნულ მაჩვენებელს, 15-მა ალბომმა მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რობი უილიამსი და ,,ბითლზი” ამ მხრივ, თანაბარ პოზიციაში იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ რობი უილიამსის ახალი ალბომის რელიზი 6 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 16 იანვარს ,,დაიდროფა”. როგორც ცნობილია, დისკის გამოსვლის დათქმულ დროს გაყიდვაში დელუქს გამოცემა ჩაეშვება, რომელშიც დამატებით 6 სიმღერა შედის. სტანდარტული ფირფიტა – 11 ტრეკს აერთიანებს.