რობი უილიამსი და ჯიმი პეიჯი საერთო ენას ვერ პოულობენ, ბრიტანელი მომღერლისა და Led Zeppelin-ის ვეტერანის კონფლიქტი მას შემდეგ განახლდა, რაც ერთ-ერთ რადიოეთერში უილიამსმა მას „ფსიქიკურად შეშლილი“ უწოდა.
„ჯიმი ზის მანქანაში ჩემს სახლთან ახლოს, მინები ჩამოწეული აქვს და მუდმივად იღებს ყველაფერს, რაც ეზოში ხდება: მშენებლობას და მათ, ვინც სტუმრად მოდიან“, – განაცხადა რობიმ და დაამატა, რომ რამდენჯერმე მუშებმა ის მანქანაში მძინარეც კი ნახეს.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსების კონფლიქტი სათავეს 2013 წლიდან იღებს, როდესაც პეიჯმა რობის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა და განაცხადა, რომ მისი სახლიდან მუდმივად ხმაური ისმოდა. მაშინ 72 წლის გიტარისტმა საქმე წააგო.
