LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობინ დანიგენი: „ვიმედოვნებთ, ამომრჩევლები კარგად დაფიქრდებიან, თუ ვის აძლევენ ხმას – ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რა პოლიტიკას ატარებენ პარტიები“

122
რობინ დანიგენი

„ვიმედოვნებთ, ამომრჩევლები კარგად დაფიქრდებიან, თუ ვის აძლევენ ხმას“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა განაცხადა.

დანიგენი ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან ერთად „საარჩევნო კომპასი საქართველოს“[უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შესახებ] პრეზენტაციას დაესწრო.

ელჩის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე, კანდიდატებზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების დროს ამომრჩეველია.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“ – აშშ-ის საელჩო მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს

„ამომრჩეველია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში. ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რას გამოხატავენ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, რა პოლიტიკას ატარებენ ისინი.

აშშ-ში გულწრფელად გვჯერა და ამიტომაც ვთანამშრომლობთ გერმანიასა და ევროკავშირთან ამ პროექტში, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავლენ, ხმას მისცემენ და მათი ხმა დაცული იქნება, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, და რომ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, გამოხატავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩეველს უნდა“. – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები