LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკმა“ ფუნქციონირება დაიწყო – რას ისწავლიან ახალგაზრდები

214
sazafxulo banaki

“რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკმა” ფუნქციონირება დაიწყო. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, რომელმაც „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გახსნა, ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდებს ნაყოფიერი და სასიამოვნო დასვენება უსურვა.

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკია, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ  კვლევითი უნარები.

ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g