LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კარი შეიკეტა, ხელებაწეული ღმერთს ეუბნებოდა-რატომ?” – რას პასუხობს ნიუტონის სკოლა აუტიზმის მქონე ბავშვს

2042
niutonisskola

აუტიზმის მქონე ბავშვს ნიუტონის რობოტიკის სკოლამ საზაფხულო ბანაკში წაყვანაზე უარი ორი დღით ადრე უთხრა. როგორც ბავშვის დედა ამბობს, თავდაპირველად სკოლას შეუთანხმდა, რომ ბანაკში მის შვილს თერაპევტი გაყვებოდა, თუმცა, მალევე შეატყობინა, რომ თერაპევტს არ სცალია და ბებო გაყვება, რაზეც სკოლაში უთხრეს, რომ ეს პრობლემას არ შექმნის. თუმცა, წასვლამდე ორი დღით ადრე განუცხადეს, რომ ბებოსთან ერთად გამგზავრება არ მოხერხდება.

“შუა ლაპარაკის დროს მეუბნება – “უი. ჰო, მართლა ბებოსთან ერთად დათას იქ წასვლა ვერ მოხერხდება, რადგანაც ერთ ოთახში უნდა ეძინოს ყველას”-ო. და რომ ვკითხე, თერაპევტი რომ გამოჰყოლოდა მაშინ როგორ იქნებოდა საქმე-თქო, მითხრა სხვა სპეციალისტებთან ერთად დაიძინებდაო,“– აღნიშნავს ბავშვის დედა მარი კორკოტაძე.

მარტი კორკოტაძე ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა სკოლის დირექტორს, გიორგი მელაძესაც, თუმცა, ვითარება არ შეცვლილა და მისი შვილი სახლში დარჩა.

გუშინ როდესაც დათას ვუთხარი, რომ საზაფხულო ბანაკში ვერ წავიდოდა, ბავშვი უხმოდ შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა, მუხლებზე დაემხო და ხელებაწეული ღმერთს ეუბნებოდა-რატომ? რატომ?
იმდენად გაზდილი და დიდი ადამიანია, რომ ნიუტონის სკოლის დირექტორზე ბევრად მაღლა დგას. ის კი დათასთან შედარებით ფსკერზეა!“– წერს მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში.

“ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით ნიუტონის რობოტიკის სკოლას დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ბავშვის წაყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა, მათთვის გაუგებარია, რატომ არის ეს დისკრიმინაციული. 

ნიუტონის რობოტიკის სკოლა: ადგილი, სადაც ბავშვები ინოვაციური სამყაროს ნაწილი ხდებიან

ნიუტონის რობოტიკის სკოლა ილია უმუდუმოვის ბიზნესად ქცეული ჰობია. ნიუტონის სკოლაში ბავშვებს ისეთ საგნებს ასწავლიან, რომლებსაც ჯერჯერობით, ვერცერთ სხვა სასწავლო დაწესებულებაში ვერ შეხვდებით. სკოლა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს სთავაზობს ტრენინგებს რობოტიკაში, პროგრამირებაში და სხვადასხვა მიმართულებით. რობოტიკის სკოლა უკვე 1 წელია არსებობს და ერთდროულად დაახლოებით, 50-მდე მოსწავლეს იღებს. როგორც უმუდუმოვმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, მოსწავლეებს ტრეინინგებს დაქირავებული პროფესორები უტარებენ. „მოსწავლეებს ვასწავლით […]

უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა, მან (დედამ) ვერ გაიგო რაღაცები, მე ვერ გავიგე და უბრალოდ, ჩათვალა, რომ აჟიოტაჟი უნდა ატეხილიყო. ესე მარტივად ასახსნელი არ არის (რატომ ვერ წაიყვანეს ბავშვი). ვერ ვხვდები მართლა, ვინმე თუ შეეცდება ამიხსნას, რატომ არის ეს დისკრიმინაცია, მოვისმენ.

როცა ვესაუბრებოდი მარის, რაღაც სიტუაციაში გაირკვა, რომ მისი მოლოდინი სხვა იყო ამ ბანაკისგან, რაც არ დაემთხვა რეალობას,”– ამბობს ილია უმუდუმოვი.

კითხვაზე, რატომ უთხრეს ორი დღით ადრე მშობელს, რომ ვერ მოახერხებდნენ ბავშვის წაყვანას, ილია უმუდუმოვი პასუხობს – “მე არ მითქვამს, რომ ვერ მოვახერხებდით მის წაყვანას.

დამატებით კითხვებზე კი გვპასუხობს:”ახლა არც სურვილი მაქვს ამაზე დამატებით ახსნა განმარტებები ვაკეთო.” კითხვაზე არ თვლის საჭიროდ ასეთ საკითხზე ახსნა განმარტებების კეთებას, ამბობს, რომ საჭიროდ კი, მაგრამ საჭესთან ზის. “თუ გნებავთ ხვალ გავისაუბროთ. “თუ გნებავთ მარისთან ერთად ვილაპარაკოთ, თუ გნებავთ დამირეკეთ,”– ამბობს ილია უმუდუმოვი.

 

პოპულალურები